მთავარიპოლიტიკა

სომხეთის თავდაცვის მინისტრს ბაქოდან ემუქრებიან

ბაქო სომხეთის თავდაცვის მინისტრს არშაკ კარაპეტიანს ემუქრება. შეგახსენებთ, რომ კარაპეტიანის მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკაში ვიზიტის შესახებ სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ გუშინ განაცხადა.

შეტყობინებას ბაქოში ნერვული რეაქცია მოჰყვა, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ისტერიაც კი. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში კარაპეტიანის ვიზიტი შეფასებულია, როგორც „არალეგალური“ და „პროვოკაციული“ და მიზნად ისახავს „რეგიონში სიტუაციის დესტაბილიზაციას და რუსი სამშვიდობოების საქმიანობაზე ჩრდილის მიყენებას.  აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო აფრთხილებს სომხეთის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, რომ აზერბაიჯანის ტერიტორიებზე მსგავსი უკანონო ვიზიტების განმეორების შემთხვევაში, მიიღება აუცილებელი ზომები აგრესიული სეპარატიზმისა და პროვოკაციების აღსაკვეთად”, – იმუქრება აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო.

ნახეთ მეტი
Back to top button