მთავარიპოლიტიკა

შეერთებული შტატები ტყვეების დაბრუნებისკენ მოუწოდებს: დღეს არცახში ცეცხლის შეწყვეტიდან 1 წლისთავია

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსამსახურმა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადების პირველ წლისთავთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც კერძოდ ნათქვამია:

„ამ კვირაში შეერთებული შტატები და საერთაშორისო საზოგადოება აღიარებენ ცეცხლის შეწყვეტის ერთი წლისთავს,  რომელმაც დაასრულა 44 დღიანი ინტენსიური ბრძოლა სამხრეთ კავკასიაში სომხურ და აზერბაიჯანულ ძალებს შორის. ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ გასული წლის საომარი მოქმედებების შედეგად დაღუპულთა გამო.

ჩვენ მოვუწოდებთ დაბრუნებული იქნას ყველა ტყვე, აღირიცხოს დაკარგულები,  იძულებით გადაადგილებული პირები დაბრუნებულნი იქნენ თავიანთ სახლებში, განხორციელდეს კონფლიქტით დაზარალებული ტერიტორიების  განაღმვა, საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარება ხელმოსაწვდომი გახდეს ყველა პირისათვის. მოვუჭოდებთ ჩატარდეს  გამოძიება ადამიანის უფლებათა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის სავარაუდო დარღვევის შირგვლივ.

შეერთებული შტატები რჩება სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხო, სტაბილური, აყვავებული და მშვიდობიანი მომავლის ხელშეწყობის ერთგული. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ერიკა ოლსონი ამჟამად რეგიონში იმყოფება სამივე ქვეყანასთან განიხილავს ორმხრივ საკითხებს და  რეგიონული თანამშრომლობის შესაძლებლობებს.

ჩვენ მოვუწოდებთ სომხეთსა და აზერბაიჯანს გააგრძელონ ჩართულობის გააქტიურება, მათ შორის მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების ეგიდით, რათა მოძებნონ ყოვლისმომცველი გადაწყვეტილებები მთიანი ყარაბაღის კონფლიქტთან და მის შემდგომ საკითხებთან დაკავშირებით.

ნახეთ მეტი
Back to top button