კულტურამთავარი

არტავაზდ პელეშიანის “ბუნება” და სხვა ფილმები ნაჩვენები იქნება ყველაზე პრესტიჟულ დოკუმენტური ფილმების ფესტივალზე IDFA (ვიდეო)

„ლეგენდარული სომეხი ვიზუალური ესეისტის“ არტავაზდ პელეშიანის ფილმის „ბუნება“ ევროპული პრემიერა შედგება მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული დოკუმენტური ფილმების ფესტივალზე IDFA, რომელიც 17-28 ნოემბერს ამსტერდამში გაიმართება.

kinoashkharh.am-ი იუწყება, რომ ფესტივალის პრეზიდენტმა ორვა ნირაბიამ აღნიშნა, რომ წელს ფესტივალი პატივს მიაგებს პელეშიანს კინოში შეტანილი ფასდაუდებელი წვლილისთვის.

პელეშიანის ფილმის „ბუნება“  პრემიერის გარდა, ოსტატის ადრინდელი დოკუმენტური ფილმების რეტროსპექტული ჩვენება გაიმართება.

არტავაზდ პელეშიანის ფილმის „ბუნება“ მსოფლიო პრემიერა შედგა ნიუ-იორკის კინოფესტივალზე (New York Film Festival-59). ფილმის “ბუნება” საფესტივალო კომპანია  და საერთაშორისო წარმატებები  გრძელდება.

ნახეთ მეტი
Back to top button