პოლიტიკა

სააკაშვილის საქმით შემდეგი სასამართლო სხდომა 29 ნოემბერს გაიმართება

2007 წლის 7 ნოემბერს ოპოზიციის მიტინგის ძალადობრივი დარბევის საქმეზე, რომელშიც ბრალდებულია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, მორიგი სასამართლო სხდომა 29 ნოემბერს გაიმართება. ამის შესახებ ოთხშაბათს ჟურნალისტებს საქართველოს ყოფილი ლიდერის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განუცხადა.

„მიხეილ სააკაშვილის საქმეზე მორიგი სასამართლო პროცესი 29 ნოემბერს, 11:00 საათზე გაიმართება“, – განაცხადა ბასილაიამ.

ნახეთ მეტი
Back to top button