მთავარისაზოგადოება

სომხეთს საზღვარგარეთის ქვეყნებში საზოგადოებრივ საფუძველზე ეყოლება დიასპორის საკითხებში კომისრები

იგეგმება საზღვარგარეთის ქვეყნებში მრჩევლებად საზოგადოებრივ საფუძველზე  დიასპორის საკითხებში კომისრების დანიშვნა. „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ კანონპროექტმა პარლამენტის სახელმწიფო-სამართლებრივ საკითხთა მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომაზე დადებითი დასკვნა მიიღო, იუწყება სრ ეროვნული კრება.

პროექტის მიღების აუცილებლობა დიასპორის საკითხებში კომისრის ინსტიტუტის შექმნას უკავშირდება. „საზღვარგარეთის ქვეყნებში დიასპორის საკითხებით კომისრები დიასპორის საკითხებში მთავარი კომისრის წარდგინებით დაინიშნებიან მრჩევლად სრ პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, არ იღებენ ანაზღაურებას, არ აქვთ ნორმირებული მუშაობა და სამუშაო რეჟიმი. ისინი გასცემენ პროფესიონალურ რჩევებს სომხეთ-დიასპორის თანამშრომლობის შესახებ, მხარს დაუჭერენ დიასპორის საკითხებში უმაღლესი კომისრის მუშაობას დიასპორის საკითხებში თანამშრომლობის სფეროში“, – განაცხადა დიასპორის საკითხებში უმაღლესმა კომისარმა ზარეჰ სინანიანმა.

დიასპორის საკითხებში კომისრები ოფიციალური პირები არ იქნებიან. ისინი დაინიშნებიან მოცემული ქვეყნიდან, სომხეთიდან არ იქნებიან მივლინებულები.

ნახეთ მეტი
Back to top button