მთავარიპოლიტიკა

ევროკავშირი მოუწოდებს 44-დღიანი ომის ყველა სამხედრო ტყვეს დაბრუნებას და ცეცხლის შეწყვეტის მკაცრ დაცვას

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის უფროსმა პიტერ სტანომ განცხადება გააკეთა მთიანი ყარაბაღის 44-დღიანი ომის დასრულების მიზნით სომხეთს, აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის დადებული სამმხრივი შეთანხმების წლისთავთან დაკავშირებით.

„არმენპრესი“-ს გადმოცემით, განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროკავშირი წუხილს გამოთქვამს საომარი მოქმედებების დროს დაღუპულთა გამო და სამძიმარს უცხადებს  ყველა დაღუპულისა და დაჭრილების ოჯახებს.

„მიუხედავად იმისა, რომ საომარი მოქმედებები შეწყდა, ჯერ კიდევ არის ბევრი აქტუალური საკითხი, რომელიც უნდა გადაიჭრას მოლაპარაკებების, ყოვლისმომცველი და ხანგრძლივი მოგვარებისკენ გადასვლისთვის. კერძოდ, მოვუწოდებთ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის მკაცრ დაცვას, ყველა სამხედრო ტყვეს დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, სრულ თანამშრომლობას განნაღმვის ოპერაციებში და დაძაბულობის განმუხტვას სასაზღვრო რაიონებში.

ევროკავშირი რჩება სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და კეთილდღეობის ხელშეწყობის ერთგული და აქტიურად არის ჩართული მშვიდობის მშენებლობისა და პოსტკონფლიქტური რეკონსტრუქციის ხელშეწყობაში. მან გადამწყვეტი როლი ითამაშა ტყვეების გათავისუფლებაში და დანაღმული ველების რუქების მიწოდებაში”, – აღნიშნა სპიკერმა.

მან შეახსენა, რომ ევროკავშირმა 17 მილიონ ევროზე მეტი ჰუმანიტარული დახმარება გამოუყო კონფლიქტის შედეგად დაზარალებულებს. პიტერ სტანომ აღნიშნა, რომ ევროკავშირი მზადაა მხარი დაუჭიროს სასაზღვრო დაძაბულობის შემცირებას და დელიმიტაციას საჭირო ტექნიკური დახმარების გაწევით, ხოლო სტრუქტურა ხელს უწყობს ეკონომიკური თანამშრომლობის აღდგენას სამხრეთ კავკასიაში.

„მომავლისკენ ვიხედებით, ჩვენ გვჭირდება ყოვლისმომცველი მოწესრიგება, რათა დასრულდეს სამ ათწლეულზე მეტი ხნის კონფლიქტი და ტანჯვა. ამ მიზნის მისაღწევად, ევროკავშირი გააგრძელებს აქტიურ კონტაქტს შესაბამის საერთაშორისო პარტნიორებთან, კერძოდ ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებთან და სრულ მხარდაჭერას გაუწევს მათ სომხეთთან და აზერბაიჯანთან მუშაობის მანდატის შესრულებაში ყოვლისმომცველი გადაწყვეტის მოსაძებნად ყველა პრიორიტეტულ საკითხზე“,- აღნიშნულია განცხადების დასკვნით ნაწილში.

ნახეთ მეტი
Back to top button