საერთაშორისო

მიხეილ სააკაშვილთან ამერიკელი ადვოკატი ჯონ სენდვიჯი შევიდა

გლდანის ციხის საავადმყოფოში მიხეილ სააკაშვილთან ამერიკელი ადვოკატი, ჯონ სენდვიჯი შევიდა. უფლებადამცველი ყოფილ პრეზიდენტს სხვა ადვოკატებთან ერთად მოინახულებს, წერს ქართული მედია.

ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 43-ე დღეა შიმშილობს. ის რუსთავის ციხიდან გლდანის N18 სამკურნალო დაწესებულებაში მოტყუებით და იძულებით გადაიყვანეს. 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის საქმეს პრიორიტეტი მიანიჭა და 10 ნოემბერს გამოსცა დროებითი ზომა, რომლის მიხედვითაც, ერთი მხრივ, ექსპრეზიდენტს მოუწოდა, შეწყვიტოს შიმშილობა, ხელისუფლებას კი მოუწოდა, უზრუნველყოს მისი უსაფრთხოება ციხეში და მისთვის სათანადო სამედიცინო მკურნალობის მიწოდება პოსტ-შიმშილობის რეაბილიტაციის პერიოდში.

11 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ დაემორჩილება ECHR-ის გადაწყვეტილებას და შეწყვეტს შიმშილობას, თუ ასევე მოიქცევა ხელისუფლებაც და მას სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში გადაიყვანენ, ხოლო მის ჯანმრთელობაზე ექიმების კონსილიუმი იზრუნებს. 

ნახეთ მეტი
Back to top button