ანალიტიკა

სომხეთმა ბაქოს „დერეფნის“ საშუალება არ მისცა

თარგმანი

„ახლა შეიძლება გაჩნდეს კითხვა  თუ რატომ ვერ  მოხერხდა მოლაპარაკება ისე, რომ ამ გზაზე სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეების ტვირთზე სასაზღვრო კონტროლი არ დაწესებულიყო?  ეს შესაძლებელი იყო, მაგრამ ფასი იქნებოდა “დერეფნის ლოგიკა”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მთავრობის სხდომაზე, ილაპარაკა რა ამა წლის 11 ნოემბრიდან აზერბაიჯანის ადმინისტრაციულ ტერიტორიად მიჩნეული გორის-კაპანის გზის მონაკვეთებზე საბაჟო პუნქტის განტავსების შესახებ. ფაქტობრივად, პრემიერ-მინისტრი ფაშინიანი მიანიშნებს, რომ ბაქოს ეს ნაბიჯი იმით არის განპირობებული, რომ სომხეთისთვის „დერეფნის“ დაწესებისკენ მიმართული ნაბიჯები წარმატებით ვერ დაგვირგვინდა.

ერევანმა  ადრე განაცხადა, რომ არ ეწინააღმდეგება მაგისტრალებისა და გზების გახსნას, მაგრამ ეწინააღმდეგება ნახიჩევანიდან აზერბაიჯანში ნებისმიერი კომუნიკაციის „დერეფნულ ლოგიკას“ და ნახიჩევანიდან აზერბაიჯანისაკენ ნებისმიერი კომუნიკაცია უნდა განხორციელდეს საბაჟო პროცედურებით, როგორ5ც ეს ხდება ჩვეულებრივ  სხვა ქვეყნების შემთხვევებში, რომელიც  სომხეთის ტერიტორიას კვეტავს ტრანზიტული მიზნებით. „დერეფნის“ საკითხში წარუმატებლობამ მიიყვანა აზერბაიჯანი გორი-კაპანის გზის იმ მონაკვეთზე, რომელიც აზერბაიჯანულად ითვლება, საბაჟო პუნქტის განთავსების იდეამდე.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ სომხეთმაც განაცხადა, რომ დაასრულა   ტათევ-აღვანი-კაპანის გზატკეცილის მოასფალტებa.  სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გადამზიდველებს აქვთ ალტერნატიული მარშრუტი, რომელიც გადის ექსკლუზიურად სომხეთის ტერიტორიაზე, შესაბამისად ყოველგვარი საბაჟო პუნქტის გარეშე.

აქ არის კიდევ ერთი მომენტი, რომელიც უნდა აღინიშნოს. რატომ გადაწყვიტა აზერბაიჯანმა საბაჟო პუნქტი სწორედ იმ დროს ან იმ დღიდან, დაეფუძნებინა, როდესაც სომხეთმა დაასრულა ალტერნატიული გზის მოასფალტება? რატომ არ მიიღო აზერბაიჯანმა ადრე ასეთი გადაწყვეტილება, რითაც შეძლებდა სომხეთზე ზეწოლის მოხდენას?  ეს რუსეთის შუამალობის შედეგი იყო, თუ ერევანმა შეძლო და საბოლოოდ  დაასრულა ბაქოს მოლოდინი „დერეფნის“ შესახებ. ახლა კი სომხეთი აღარ აღმოჩნდება გადაზიდვების კოლაფსის ქვეშ, რადგანაც უკვე მზად არის ალტერნატიული გზატკეცილი. მიუხედავად იმისა, რომ ომის „ცხელ კვალზე“ აზერბაიჯანს უნდოდა „დერეფნის“ დაწესება – ვერ მოახერხა.  ეს შეიძლება ჩაითვალოს ომისშემდგომი რთული წეელიწადის ერთ პატარა, მაგრამ  მნიშვნელოვან გამარჯვებად.

 ამასთან, უდავოა, რომ გამოწვევა არ არის განეიტრალებული სტრატეგიული   გაგებით, ამიტომ სომხეთის ამ  წარმატებას  და მის  შიდა შესაძლებლობებს ყველა კუთხით, როგორც უსაფრთხოების, ისე ეკონომიკურ-ლოგისტიკური თვალსაზრისით  გაძლიერება სჭირდება,  მითუმეტეს, როცა საქმე სიუნიქს ეხება.

ავტორი ჰაკობ ბადალიანი

ნახეთ მეტი
Back to top button