სომხური რობოტი „რობინი“ ჟურნალ TIME- მა 100 საუკეთესო ინოვაციას შორის დაასახელა
რობოტი „რობინი“ , რომელიც დაფუძნებულია პირველ სომხურ ხელოვნურ ინტელექტზე, ავტორიტეტულმა ჟურნალმა TIME-მა 2021 წლის საუკეთესო ინოვაციად აღიარა.
ცნობილი ჟურნალის TIME-ის ეს ნომერი ეძღვნება 2021 წლის ტოპ 100 ინოვაციას, რომელთა შორის თავისი უნიკალური ადგილი სომხურმა რობოტმაც დაიკავა. ჟურნალმა მას “მზრუნველი მეგობარი” უწოდა.
TIME მოგვითხრობს ერთ-ერთ სომხურ კლინიკაზე, სადაც 8 წლის პნევმონიით დაავადებული ბავშვი უარს ამბობდა ჭამაზე ორი დღის განმავლობაში, სამედიცინო პერსონალმა რობოტი „რობინი“ გოგონას პალატაში მოიწვია. დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში ისინი თამაშობენ ერთად, განიხილავენ მათ საყვარელ ცხოველებს, რის შემდეგაც რობინი მიდის და ბავშვს ეუბნება, რომ დაბრუნდება მხოლოდ ერთი პირობით: თუ ბავშვი შეჭამს. ბავშვი ყველას გასაკვირად იწყებს ჭამას და რობინიც მის დანაპირებს ასრულებს.
ჟურნალი ციტირებს რობოტის შემქმნელის კარენ ხაჩიკიანის სიტყვებს, რომ ჯგუფის მიზანი იყო შეექმნათ არა თუ ტექნიკური მოწყობილობა, არამედ სანდო თანატოლი ბავშვებისათვის. სტატიაში აღნიშნულია, რომ რობინ რობოტი გამოიყენება მსოფლიოს 12 სამედიცინო დაწესებულებაში და უახლოესი 12 თვის განმავლობაში ის დამონტაჟდება 100 ამერიკულ საავადმყოფოში.