მთავარიპოლიტიკა

აზერბაიჯანი განაგრძობს მიღწეული შეთანხმებების შესრულების ტორპედირებას

აზერბაიჯანი განაგრძობს მიღწეული შეთანხმებების შესრულების ტორპედირებას, მათ შორის ტყვეობაში ამყოფებს რა მრავალ სომეხ სამხედრო ტყვეს, რაც არა მხოლოდ 2020 წლის 9 ნოემბრის დეკლარაციის მე-8 მუხლის, არამედ  საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის უხეში დარღვევაა. ამის შესახებ დსთ-ში მთავრობის მეთაურთა საბჭოს ონლაინ სხდომაზე განაცხადა ვიცე-პრემიერმა მჰერ გრიგორიანმა.

აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვის განცხადებაზე საპასუხოდ, მან განაცხადა, რომ რეგიონში ინფრასტრუქტურის განბლოკვის შესახებ 2020 წლის 9 ნოემბრისა და 2021 წლის 11 იანვრის სამმხრივი განცხადებების დებულებების დამახინჯებით, აზერბაიჯანი მანიპულირებს ,,დერეფნის“ იდეით, რომელსაც თან ახლავს ძალის გამოყენების მუქარა.

„მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი ძალით ვერ გადაწყდება. კონფლიქტის მოგვარება შესაძლებელია მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით, ექსკლუზიურად ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების მანდატის ფარგლებში.

„სიტუაციის განმუხტვისა და რეგიონში მშვიდობიანი განვითარების სტადიაზე გადასასვლელად აუცილებელია აზერბაიჯანმა დაიკავოს კონსტრუქციული პოზიცია, უარი თქვას სიძულვილის პოლიტიკაზე, აგრესიულ რიტორიკაზე და მტრულ ქმედებებზე“, – განაცხადა სრ ვიცე-პრემიერმა.

ნახეთ მეტი
Back to top button