საზოგადოება

მტრედების მაგივრად დრონი ააფრინეს

ამ ბოლო დღეებში  სოციალურ ქსელებსა  და მედიაში დიდი გამოხმაურება ჰპოვა არცახის რეგიონისათვის დამახასიათებელ ნაციონალურ ტანსაცმელში   გამოწყობილი წყვილის საქორწინო ცერემონიამ.

ანიმ და ნაღაშმა ტრადიციულ ჭამა-სმას  და ძვირადღირებულ საქორწინო დარბაზს არჩიეს ეროვნულ მოტივებზე დაფუძნებული საზეიმო  ვითარება, თუმცა გადახვევესაც  ჰქონდა ადგილი,  რაც იმაში გამოიხატა, რომ ჯვრის წერის შემდეგ ეკლესიიდან გამოსვლისას მტრედების მაგივრად უპილოტო მფრინავი აპარატი, დრონი ააფრინეს.  „მშვიდობა – მშვიდობად, მაგრამ  დღეისათვის უფრო მნიშვნელოვანია მტრის დახვედრაც ღირსეულად შევძლოთ“, – აღნიშნეს ახალდაქორწინებულებმა  5TV-სათვის მიცემულ ინტერვიუში.

ნახეთ მეტი
Back to top button