პოლიტიკა

ნაციონალური მოძრაობის 9 დეპუტატმა შიმშილობა დაიწყო

,,Metronome.ge” წერს, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის 9 დეპუტატმა შიმშილობა დაიწყო.

ამის შესახებ პარტიის წევრმა დავით კირკიტაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, შიმშილობა იქამდე გაგრძელდება, ვიდრე საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს სამოქალაქო კლინიკაში არ გადაიყვანენ.

შიმშილობა დაიწყეს აკაკი მინაშვილმა, თემურ ჯანაშიამ, ბაჩუკი ქარდავამ, ნიკა მაჭუტაძემ, გიორგი გოდაბრელიძემ, სულხან სიბაშვილმა, ლევან ბეჟაშვილმა, აბდულა ისმაილოვმა და დავით კირკიტაძემ.

ნახეთ მეტი
Back to top button