ნიდერლანდების ელჩმა კომენტარი გააკეთა მისი კოლეგის აზერბაიჯანის მიწვევით შუშში ვიზიტზე
ნიდერლანდების სამეფოს ელჩის ივლისის თვეში შუშში ჩატარებული ვიზიტი არანაირად არ ნიშნავს იმას, რომ მისი ქვეყანა ლეგიტიმაციას უკეთებს ან აღიარებს შუშში ან მთიან ყარაბაღში არსებულ ვითარებას. როგორც „არმენპრესი“ იტყობინება ამის შესახებ საერთაშორისო და უსაფრთხოების საკითხების სომხური ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული უსაფრთხოების ფორუმისას განცხადა ფორუმზე დამსწრე ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა სომხეთში ნიკო სხერმერსმა
ფორუმში მონაწილე ერთ-ერთმა სტუდენტმა კითხვა დასვა, რომ თვეების წინ, 9-10 ივლისს, ბაქოში აკრედიტებული 46 ქვეყნის ელჩებმა მა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა მოაწყვეს ვიზიტი აზერბაიჯანის არმიის მიერ ოკუპირებულ ქალაქ შუშში, არცახში. აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი აშკარად შეეცადა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ძალისმიერი გზით მოგვარების მცდელობისსაერთაშორისო სამართლებრივი ლეგიმიტაციას.
ამასთან დაკავშირებით სტუდენტმა იკითხა: „არ ფიქრობთ, რომ ჰოლანდიის ელჩის ვიზიტი შუშში ირიბად ამართლებს აზერბაიჯანის მიერ ჩადენილ საერთაშორისო სამართლის დარღვევებს?“.
საპასუხოდ, ელჩმა აღნიშნა, რომ ჰოლანდიის მთავრობამ გადაწყვიტა დათანხმდეს შუშში ვიზიტს, სიტუაციის ადგილზე გაცნობის მიზნით და ის არ შეიცავს არავითარ ამღიარებელ ქმედებას ან ჩადენილი სამხედრო დანაშაულების ლეგიტიმიზაციას.