საზოგადოება

რამდენ ხანს ძლებს ორგანიზმში COVID-ის ვაქცინა?

ცნობილმა ექიმმა და ტელეწამყვანმა ალექსანდრე მიასნიკოვმა უარყო მითები იმის შესახებ, რომ კორონავირუსის ვაქცინა სხეულში სიცოცხლის ბოლომდე რჩება. ამის შესახებ მან ვლადიმერ სოლოვიოვის გადაცემა „პოლნი კონტაქტის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ფუნდამენტურად მცდარია მოსაზრება, რომლის მიხედვითაც, აცრის შემდეგ წამალი მთელი ცხოვრების განმავლობაში „ასრულებს თავის შავ საქმეს ორგანიზმში“.

„ვაქცინირებული ხარ, ვაქცინამ ანტისხეულების გამომუშავების სტიმულირება მოახდინა, აჩვენა რას უნდა ებრძოლო, სამი-ოთხი კვირის შემდეგ ვაქცინის კვალიც კი არ რჩება ორგანიზმში. ისე კი არაა, რომ ინექცია გაგიკეთეს და მთელი ცხოვრება რჩები “ჩიპიანი“, – ხაზგასმით აღნიშნა ექიმმა.

მიასნიკოვის თქმით, მაშინაც კი, თუ ვაქცინირებულ ადამიანს უჩნდება გვერდითი მოვლენები ვაქცინაციის შემდეგ, ეს ხდება ორ-სამ კვირაში.

ნახეთ მეტი
Back to top button