მთავარიპოლიტიკა

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ფართომასშტაბიან პროვოკაციაში სომხური მხარის დადანაშაულებას ცდილობს: სომხეთის თავდაცვის სამინისტრო

აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები 16 ნოემბრის თავდასხმას თან ახლავს ფართომასშტაბიანი დეზინფორმაციული კამპანიაც.  ნათქვამია სომხეთის  თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

კერძოდ, დღეს, დღის მეორე ნახევარში, ფაქტობრივ თავდასხმამდე, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა შეტყობინება, რომ 15-16  ნოემბერს, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე, სომხეთის  შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა სავარაუდოდ ცეცხლი გაუხსნეს აზერბაიჯანის პოზიციებს რამდენიმე მიმართულებითო.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ სომხეთის  შეიარაღებული ძალები ტავუშის მიმართულებით ოპერაციებს ახორციელებენ.

„აღნიშნული ინფორმაცია რეალობას არ შეესაბამება. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ცდილობს სომხურ მხარეს დააბრალოს მისი ფართომასშტაბიანი პროვოკაცია, თუმცა აშკარაა, რომ ეს იყო აზერბაიჯანი, რომელმაც შეუტია სომხეთის პოზიციებს საარტილერიო და ჯავშანტექნიკის გამოყენებით“, – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

ნახეთ მეტი
Back to top button