პოლიტიკა

აზერბაიჯანი აგრძელებს მთიანი ყარაბაღის ბლოკადას: მირზოიანის გამოსვლა აღმოსავლეთ პარტნიორობის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე

სომხეთის  საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა სიტყვით მიმართა აღმოსავლეთ პარტნიორობის საგარეო საქმეთა მინისტრებს და აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი აგრძელებს მთიანი ყარაბაღის ბლოკადას,  ხელს უშლის საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციების შესვლას, მათ შორის ფაქტების დამდგენი მისიის განხორციელებას კულტურული მემკვიდრეობის ვითარებასთან დაკავშირებით.

„თავდაპირველად აზერბაიჯანმა სომეხი სამხედრო ტყვეების გათავისუფლების პირობად  დანაღმული ველების რუქების გადაცემა წამოაყენა,  თუმცა, როდესაც სომხეთმა შესთავაზა ყველა რუკის მიწოდება, ყველა ტყვეს გათავისუფლების სანაცვლოდ,  აზერბაიჯანმა უკან დაიხია და რუკების ავთენტურობა ეჭვქვეშ დააყენა. აზერბაიჯანი აგრძელებს მთიანი ყარაბაღის ბლოკადას, ხელს უშლის საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციების შესვლას, მათ შორის კულტურული მემკვიდრეობის მდგომარეობის შესახებ ფაქტების დამდგენი მისიის განხორციელებას.

ორივე მხარისადმი მიმართული უმისამართო მოწოდება,  როდესაც სომხეთი დგამს სანდო ნაბიჯებს მშვიდობისკენ და აზერბაიჯანი აგრძელებს სიტუაციის ესკალაციას, შეიძლება აღქმული იქნას, როგორც  ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრივ გულგრილობად“,- აღნიშნა მირზოიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button