მთავარიპოლიტიკა

აზერბაიჯანმა სომხეთის ტერიტორიის დაახლოებით 41 კვ.კმ ფართობი დაიკავა

აზერბაიჯანს სომხეთის რესპუბლიკის 11 სხვადასხვა  მონაკვეთზე დაახლოებით 41 კმ2  ფართობი უკავია.   ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარემ ედუარდ აღაჯანიანმა განაცხადა დღეს საგარეო ურთიერთობების მუდმივი კომისიის  სხდომაზე.

როგორც მან თქვა:

„სომხეთის უსაფრთხოების საბჭომ 14 ნოემბერს  სომხეთის  საზღვრის  აღმოსაველთის მიმართულებით აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები  საბრძოლო ტექნიკის გამოყენებით შეიჭრნენ სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე. მოლაპარაკების შედეგად  ჯარის ნაწილისა და ტექნიკის უმეტესი  ნაწილი უკან გაიყვანეს. ყოველივე ამის   სომხეთის  მხარეს  ჰქონდა პოზიციების დანაკარგი. მომხდარის შედეგად  ზემოთაღნიშნულ ტერიტორიაზე აზერბაიჯანმა განამტკიცა ამა წლის  12 მაისს  სრ  რესპუბლიკის ტერიტორიაზე უკანონო ესკალაციის შედეგად მიღებული რეზულტატი. 12 მაისს განხორციელებული  ესკალაციის შემდეგ  აზერბაიჯანი აკონტროლებს საერთო ჯამში  41 კმ2  ფართის მქონე რიცხვით 11 მონაკვეთს. აზერბაიჯანის ხელისუფლება გამოდის სომხეთის წინააღმდეგ აგრესიული განცხადებებით, ახალ-ახალი ტერიტორიების  პრეტენზიებით. სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ზავის რეჟიმის დარღვევები ატარებენ  ყოველდღიურ ხასიათს. ეს მდგომარეობა საშიშროებას უქმნის კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების წევრს  სომხეთის რესპუბლიკას.  ჯერ კიდევ ამა წლის 12 მაისის შემდეგ სომხეთის რესპუბლიკა გამოვიდა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების  ორგანიზაციის კრიზისული სიტუაციების გამოხმაურების  წესის თანახმად, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე არსებული მდგომარეობის  მონიტორინგის  ინციატივით, მაგრამ ეს ინციატივა დღემდე, სამწუხაროდ, არ განხორციელებულა.

იმის გათვალსისწინებით, რომ სომხეთი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას თავმჯდომარეობს,  სტუაციიდან  გამომდინარე მოვუწოდებ სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას, გამოვიდეს  სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მონიტორინგის განხორციელების მიზნით კუხოს მისიის გაგზავნის ინციატივით,  კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების  ორგანიზაციის კრიზისული სიტუაციების გამოხმაურების  წესის თანახმად. ამავე დროს მოვუწოდებ ჩვენს პარლამენტარ პარტნიორებს, ყველა საერთაშორისო ინსტანციაში გამოვიდნენ აზერბაიჯანის აგრესიული პოლიტიკის და სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიების ოკუპაციის განმარტებითი და გაშუქებითი სახის განცხადებებით.

ნახეთ მეტი
Back to top button