მთავარიპოლიტიკა

ანდრანიკ ფილოიანი საქართველოს საელჩოს საქმეთა დროებით რწმუნებულს შეხვდა

15 ნოემბერს, საგანგებო სიტუაციების მინისტრი ანდრანიკ ფილოიანი სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს საქმეთა დროებით რწმუნებულს ირაკლი კვანჭახაძეს შეხვდა.

როგორც იტყობინება „არმენპრესი“, ამის შესახებ აღნიშნა საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ და დასძინა, რომ შეხვედრას საელჩოს პირველი მდივანი შალვა საბაურიც ესწრებოდა.

ანდრანიკ ფილოიანმა აღნიშნა, რომ სომხეთი და საქართველო არა მხოლოდ მრავალსაუკუნოვანი მეზობლები არიან, არამედ მოძმე და მეგობარი ქვეყნებია, ამიტომ აქტიური, ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა ორივე მხარისთვის მნიშვნელოვანია.

მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სომხეთსა და საქართველოს საფრთხის შემცველი კატასტროფების მსგავსების გათვალისწინებით, ხელი მოეწერა მჭიდრო თანამშრომლობას შესაბამის სტრუქტურებს შორის საგანგებო სიტუაციების სფეროში, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა ჯერ კიდევ 1997 წელს ხელმოწერილი შეთანხმებით ,,ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციების პრევენციის და შედეგების აღმოფხვრის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“.

ირაკლი კვანჭახაძემ მადლობა გადაუხადა სომხეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს გუნდს – 2017 წლის აგვისტოში საქართველოს ბორჯომის ხარაგაულის ეროვნულ ნაკრძალში ტყის ხანძრის ჩაქრობაში ქართველი პარტნიორების დახმარებისთვის.

შეხვედრის დასასრულს, საგანგებო სიტუაციების მინისტრმა მადლობა გადაუხადა სტუმრებს ვიზიტისთვის და იმედი გამოთქვა, რომ სრ საგანგებო სიტუაციების სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის გაფართოების პროექტი განხორციელდება 2022-2023 წლებში.

ნახეთ მეტი
Back to top button