დღეს, 16 ნოემბერს, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები თავს დაესხნენ სომხეთის რესპუბლიკის საზღვრის აღმოსავლეთ მიმართულებით და შეიჭრნენ სომხეთის რესპუბლიკის სუვერენულ ტერიტორიაზე. აზერბაიჯანული მხარის შეტევამ ადამიანური დანაკარგები გამოიწვია. ამ ბოლო თავდასხმის მიზანია სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიების ოკუპაცია, რომელიც ჯერ კიდევ ამა წლის 12 მაისს დაიწყო სიუნიქისა და გეღარქუნიქის ტერიტორიებზე აზერბაიჯანული არმიის ესკალაციით.
ამ ქმედებებით აზერბაიჯანი არღვევს 9 ნოემბრის სამმხრივ განცხადებას, რადგან აზერბაიჯანული მხარე იწყებს თავდასხმებს სომხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ იმ ტერიტორიებიდან, რომელიც ამ განცხადების განხორციელების შედეგად აზერბაიჯანულ მხარეს გადაეცა.
სომხეთის რესპუბლიკას, გაეროს წესდების თანახმად, უფლება აქვს ყველა საშუალებით მოიგერიოს მისი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ გამოყენებული ძალა.
მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს – რუსეთს, კუხო-ს ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებს, მკაფიოდ უპასუხონ აზერბაიჯანული მხარის ამ ქმედებებს, რომლებიც სერიოზულ საფრთხეს უქმნის ამ რეგიონის მშვიდობასა და უსაფრთხოებას. გადადგან აქტიური ნაბიჯები, სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიიდან აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების უპირობო და სრული გაყვანის მიმართულებით.