მთავარიპოლიტიკა

ვითარება სომხეთის რესპუბლიკის აღმოსავლეთ სასაზღვრო ზონაში 17:00 მდგომარეობით

17:00 საათისთვის ვითარება სომხეთის რესპუბლიკის აღმოსავლეთ სასაზღვრო ზონაში, სადაც აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა დღეს შეტევა დაიწყეს, უკიდურესად დაძაბულია. ბრძოლების ინტენსივობა არ შემცირებულა. მტერი აგრძელებს არტილერიის, ჯავშანტექნიკის, სხვადასხვა კალიბრის ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებას.

სომხური მხარის საპასუხო მოქმედებების შედეგად მოწინააღმდეგეს დიდი რაოდენობით საკადრო დანაკარგები აქვს, ათამდე ერთეული ჯავშანტექნიკა განადგურდა ან მწყობრიდან გამოვიდა. დანაკარგები აქვს სომხურ მხარესაც. მიმდინარეობს მონაცემების გადამოწმება. ტყვედ ჩავარდა სომხეთის შეიარაღებული ძალების 12 სამხედრო მოსამსახურე, აქედან  7 კონტრაქტორი  და 5 წვევამდელი. თავდაცვის სამინისტრო ვითარების შესახებ რეგულარული ინფორმაციის მიწოდებას გააგრძელებს.

ნახეთ მეტი
Back to top button