პოლიტიკა

პირველ რიგში, სომხეთს სჭირდება დემარკაცია-დელიმიტაციის პროცესი. პარლამენტის თავმჯდომარე

დემარკაცია-დელიმიტაციის პროცესის გარემოებაში, თუ აღმოჩნდება, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები გარკვეული ტერიტორიებიდან უნდა გავიდნენ, აუცილებლად გავლენ. ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ალენ სიმონიანმა, უპასუხა რა ჟურნალისტის კითხვას, თუ რის საფუძველზე გადაეცა სიუნიქის რეგიონის ზოგიერთი ტერიტორია აზერბაიჯანს, თუ ჯერ არ ჩატარებულა სადემარკაციო და სადელიმიტაციო სამუშაოები.

„უშიშროების საბჭოს განცხადებაშიც ასევე აღინიშნება ჩვენი მხრიდან, რომ სადემარკაციო და სადელიმიტაციო სამუშაოები უნდა დაიწყოს. უნდა გვესმოდეს, რომ ის, რაც დღეს ხდება, თავის კვალს დატოვებს ყველანაირ მოლაპარაკებაზე, რადგან ის საქმიანობა, რომელსაც დღეს აზერბაიჯანი ახორციელებს, არ შეესაბამება 9 ნოემბრის განცხადების ლოგიკას. ამის შესახებ ხმამაღლა ითქვა და ჩვენ ეს საკითხი ასევე განვიხილეთ და განვიხილავთ ჩვენს ყველა საერთაშორისო პარტნიორთან, მათ შორის რუსეთის ფედერაციასთან“, – ხაზგასმით აღნიშნა სიმონიანმა.

მისი თქმით, პირველ რიგში სომხეთის რესპუბლიკას სჭირდება დემარკაცია-დელიმიტაციის პროცესი, საზღვრების გარკვევა.

„ჩვენ უნდა დავაფიქსიროთ, სად იწყება და სად მთავრდება სომხეთი, რომ არ იყოს სპეკულაციები, რათა არ ეცადონ მასზე დაფუძნებული შიდა და გარე პოლიტიკური ზეგავლენის მოხდენა, რაც შეიძლება გამოიყენონ ჩვენმა ოპონენტებმა“, – დაასკვნა სიმონიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button