მთავარიპოლიტიკა

პუტინმა და მაკრონმა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების საკითხი განიხილეს

რუსეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა ვლადიმერ პუტინმა და ემანუელ მაკრონმა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების ირგვლივ არსებული ვითარება განიხილეს.

„რუსეთი, როგორც ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, გააგრძელებს ნაბიჯების გადადგმას, რაც ხელს შეუწყობს სიტუაციის სტაბილიზაციას და რუსეთის მეშვეობით მიღწეული სამმხრივი შეთანხმებების თანმიმდევრულ განხორციელებას“, – ნათქვამია კრემლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საუბარი ასევე შეეხო ბელორუსიასა და ევროკავშირის ქვეყნების საზღვარზე არსებულ ვითარებას. რუსეთის პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა, კერძოდ, პოლონელი მესაზღვრეების მხრიდან ლტოლვილების მიმართ უკიდურესად მკაცრ მოპყრობაზე.

ნახეთ მეტი
Back to top button