მთავარიპოლიტიკა

სომხეთი მიმართავს რუსეთს, დაიცვას სომხეთის ტერიტორიული მთლიანობა

მივმართავთ რუსეთის ფედერაციას მოწოდებით, დაიცვას სომხეთის ტერიტორიული მთლიანობა სომხეთსა და რუსეთს შორის 1997 წლის შეთანხმების ფარგლებში, განაცხადა სომხეთის რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს მდივანმა არმენ გრიგორიანმა საზოგადოებრივი ტელევიზიით გამოსვლისას.

„აუცილებლად მიგვაჩნია ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ მას შემდეგ, რაც სომხეთის სუვერენულ ტერიტორიას დაესხნენ თავს, მოვუწოდებთ რუსეთს დაიცვას სომხეთის ტერიტორიული მთლიანობა სომხეთსა და რუსეთს შორის 1997 წლის შეთანხმების ფარგლებში ორმხრივი ვალდებულებების შესრულების ლოგიკით“, – თქვა გრიგორიანმა.

ჯერ-ჯერობით განცხადება არის ზეპირი, მაგრამ მას ექნება წერილობითი პროცედურებიც. „გვსურს საზოგადოებას და ჩვენს პარტნიორებს ვაცნობოთ, რომ ვიწყებთ მსგავს პროცესს. ჩვენ რუსეთისაგან დახმარებას მოველით,  გვექნება საშუალება  აღვადგინოთ სომხეთის ტერიტორიული მთლიანობა“, – განაცხადა უშიშროების საბჭოს მდივანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button