16 ნოემბერს სრ თავდაცვის მინისტრმა სურენ პაპიკიანმა სატელეფონო საუბარი გამართა რუსეთის თავდაცვის მინისტრთან, არმიის გენერალ სერგეი შოიგუსთან.
სატელეფონო საუბრისას სრ თავდაცვის მინისტრმა წარმოადგინა 16 ნოემბერს აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების პროვოკაციის შედეგად სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის აღმოსავლეთ ნაწილში არსებული ვითარება. სურენ პაპიკიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების შეჭრა სომხეთის რესპუბლიკის სუვერენულ ტერიტორიაზე 2020 წლის 9 ნოემბრის სამმხრივი განცხადების დებულებების უხეში დარღვევა, ეს საფრთხეს უქმნის მთელ მოლაპარაკების პროცესს.
რუსეთის თავდაცვის მინისტრმა გამოთქვა მზადყოფნა, ყველა ღონე გამოიყენოს საომარი მოქმედებების დასასრულებლად, სამხედრო ტყვეების დაბრუნებისა და სიტუაციის მოსაგვარებლად.