მთავარიპოლიტიკა

ჩვენ დავიცავთ ჩვენს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და დამოუკიდებლობას ყველა შესაძლო საშუალებით: პრემიერ მინისტრი

პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის ხელმძღვანელობით გაიმართა  უშიშროების საბჭოს რიგგარეშე სხდომა.

სხდომის დასაწყისში წუთერი დუმილით  პატივი მიაგეს  სამშობლოსათვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას.

შემდეგ სიტყვით გამოვიდა სომხეთის პრემიერ-მინისტრი, რომელმაც  აღნიშნა, რომ

„12 მაისს დაწყებული აგრესიული ქმედებების შედეგად აზერბაიჯანმა სომხეთის სუვერენული ტერიტორიის დაახლოებით 41 კვადრატული კილომეტრი დაიკავა.

საერთაშორისო თანამეგობრობის ჩვენი პარტნიორების დუმილის პირობებში აზერბაიჯანი აგრძელებს აგრესიულ ქმედებებს. ჩემი შეფასება ერთმნიშვნელოვანია.  აზერბაიჯანი და  მისი წამახალისებელი ძალები მიზნად ისახავენ  ჩვენი სუვერენიტეტის, ჩვენი სახელმწიფოებრიობის, ჩვენი დამოუკიდებლობის ხელყოფას.

დიახ, დღეს მძიმე დღე გვქონდა, მძიმე დროში ვცხოვრობთ, მაგრამ დღეს ვაჩვენეთ, რომ აქ ვართ, ვარსებობთ, სახელმწიფო ვართ, სახელმწიფო  ერი ვართ, ჩვენთვის მიუღებელია იძულების ენა. ჩვენ შეგვიძლია მოლაპარაკება, შეგვიძლია ვეძიოთ და ვიპოვოთ ორმხრივად მისაღები გადაწყვეტილებები, ვიქცევით როგორც საერთაშორისო საზოგადოების პასუხისმგებელი წევრი, მაგრამ თავს არ მივცემთ უფლებას გველაპარაკონ ამპარტავნულად.

მოვუწოდებ საერთაშორისო თანამეგობრობას, მიიღონ აზერბაიჯანის აგრესიის დამგმობი  განცხადებები. სასაზღვრო დავების შესახებ ჭორები აბსურდული და უაზრო. არ არსებობს სასაზღვრო დავა, არსებობს  აგრესია სომხეთის სუვერენული ტერიტორიის წინააღმდეგ.

საზღვრები სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ჯერ კიდევ ნათელი იყო  საბჭოთა კავშირის დროს მიღებული იურიდიულად სავალდებულო შეთანხმებებით. და თუ პრობლემა სასაზღვრო დავა იყო, აზერბაიჯანს დიდი ხნის წინ უნდა მიეღო ჩვენი წინადადება  გაეყვანა ჯარები ჩვენი საზღვრიდან სარკისებური პრინციპით,  შეხების ზოლში საერთაშორისო დამკვირვებლები განეთავსებინა და დაეწყო საზღვრის დემარკაცია და დელიმიტაცია. აზერბაიჯანი, რომელიც არ იღებს ამ შეთავაზებას, არის აგრესორი სახელმწიფო, მან ცალსახად უნდა გაიყვანოს თავისი ჯარები სომხეთის რესპუბლიკის სუვერენული ტერიტორიიდან. იმედი, რომ  სომხეთს საკუთარ ნებას დააკისრებს, ამაოა.  

სომხეთის რესპუბლიკის მთავრობამ  და ხალხმა  გადაწყვიტა, რომ   ჩვენ ყველანი  ყველა შესაძლო საშუალებით დავიცავთ ჩვენს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, სახელმწიფოებრიობას და დამოუკიდებლობას.

ამავდროულად, ჩვენ კვლავ  ხაზს ვუსვამთ  სიტუაციის მშვიდობიანი მოგვარების აუცილებლობას, ყველა ჩვენი წინა წინადადება ძალაშია. ჩვენ ერთგული ვართ 9 ნოემბრისა და 11 იანვრის სამმხრივი განცხადებების დებულებებისა.

სასაზღვრო ვითარებას რომ დავუბრუნდეთ, უნდა აღვნიშნო, რომ ამ წუთებში საზღვარზე შედარებით სიმშვიდეა, მაგრამ ზოგადი მდგომარეობა კვლავ უკიდურესად დაძაბულია. ჩვენ განუწყვეტლივ მივაწვდით განახლებულ ინფორმაციას სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს“, – აღნიშნა პრემიერმა.

ნახეთ მეტი
Back to top button