მთავარიპოლიტიკა

ხელმოწერილი იქნა სომხეთ-ევროკავშირის გენერალური საავიაციო შეთანხმება

15 ნოემბერს სრ საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა, ევროკომისარმა გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ოლივერ ვარჰემ და სლოვენიის სახელმწიფო მდივანმა ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის საკითხებში სტანისლავ რასკანმა ბრიუსელში  ხელი  მოაწერეს სომხეთ-ევროკავშირის გენერალურ საავიაციო შეთანხმებას. ამის შესახებ ცნობას ავრცელებს სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო. ხელმოწერის ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი, რომელმაც აღნიშნა, რომ  გენერალური საავიაციო შეთანხმების ხელმოწერა  მეტად მნიშვნელოვანი ეტაპია ევროკავშირსა და მის 27 წევრ ქვეყანასთან ურთიერთობის განმტკიცებისათვის.

„მინდა გულწრფელი მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც დღევანდელი ღონისძიება რეალობად აქცია. ესენი არიან ჩვენი პარტნიორები ევროკომისიაში, საბჭოში, სლოვენიის თავმჯდომარეობაში, სომხეთის ყველა შესაბამის ორგანოში, ჩვენს დიპლომატიურ მისიაში ბრიუსელში.

ამ შეთანხმების რატიფიცირება და ძალაში შესვლა უახლოეს მომავალში შექმნის ახალ შესაძლებლობებს სომხეთში საავიაციო სექტორის განვითარებისათვის, რაც ხელს შეუწყობს სომხეთის მოქალაქეების დაკავშირებას ევროპის სხვა ქვეყნებთან“, – აღნიშნა მინისტრმა თავის სიტყვაში.

ნახეთ მეტი
Back to top button