ეკონომიკა

განიხილული იქნა სომხეთისა და აზიის განვითარების ბანკის ერთობლივი პროგრამული პრიორიტეტები

სომხეთის ფინანსთა მინისტრმა ტიგრან ხაჩატრიანმა  მიიღო დელეგაცია აზიის განვითარების ბანკის (ADB) სომხეთის ოფისის დირექტორის პაოლო სპანტიგატის ხელმძღვანელობით.

როგორც ფინანსთა სამინისტროდან გვაცნობეს, მიესალმა რა სტუმრებს მინისტრმა ხაზი გაუსვა ADB-თან თანამშრომლობის მნიშვნელობას, შეეხო სომხეთში განხორციელებული ერთობლივი პროგრამების პროცესსა და სტრატეგიას, ასევე სომხეთის ეკონომიკური განვითარების ტენდენციებს.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ჩრდილოეთ-სამხრეთის ავტომაგისტრალის, ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის მშენებლობაში შესაძლო თანამშრომლობის, ასევე განათლებისა და ჯანდაცვის სფეროში რეფორმების შესახებ.

პაოლო სპანტიგატიმ მადლობა მოახსენა მიღებისათვის და აღნიშნა, რომ აზიის განვითარების ბანკი მზადაა გააგრძელოს სომხეთის მთავრობის ინიციატივების მხარდაჭერა ინფრასტრუქტურის განვითარების, ენერგეტიკის, ჯანდაცვის, განათლების და სხვა სფეროებში.

ნახეთ მეტი
Back to top button