მთავარიპოლიტიკა

14 ნოემბერს აზერბაიჯანი ჯავშანტექნიკით შეიჭრა სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, მოლაპარაკების შემდეგ უკან დაიხია: სომხეთის უსაფრთხოების საბჭო

სომხეთის უსაფრთხოების საბჭომ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ 14 ნოემბერს დაახლოებით 13 საათზე სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის ერთ-ერთ აღმოსავლეთ მონაკვეთზე აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ჯავშანტექნიკის დახმარებით რესპუბლიკის სუვერენულ ტერიტორიაზე შევიდნენ, უკან დაიხიეს მხოლოდ მოლაპარაკების შემდეგ. ამ ტერიტორიიდან გაყვანილი იქნა სომხეთის არმიის ქვედანაყოფებიც.

„აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მოქმედებების შედეგად სომხეთის შეიარაღებული ძალების ოთხი საბრძოლო პოზიცია ალყაში  აღმოჩნდა. მოლაპარაკებების შედეგად სომხეთის რესპუბლიკის სუვერენულ ტერიტორიაზე შეჭრილმა აზერბაიჯანულმა სამხედრო ტექნიკამ და ჯარებმა დატოვეს სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორია, ამ ტერიტორიიდან გაყვანილი იქნენ სომხეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებიც. ლაპარაკია ოთხ საბრძოლო პოზიციაზე.   გარდა ამისა აზერბაიჯანელი სამხედროები, რომლებიც სომხეთის რესპუბლიკისიმ  სუვერენულ ტერიტორიაზე მიმდინარე წლის მაისში შეიჭრნენ, აღნიშნულ მონაკვეთზე განაგრძობენ დისლოცირებას.

ჭორები იმის შესახებ, რომ   სომხეთის  შეიარაღებული ძალების მიერ არ ყოფილა ბრძანება გაცემული მათტვის წინ აღდგომის შესხებ, რეალობას  არ შეეფერება.

უშიშროების საბჭო ამახვილებს რუსეთის ფედერაციის, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციისა და საერთაშორისო საზოგადოების ყურადღებას აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიმდინარე აგრესიაზე და ხაზს უსვამს, რომ ეს ქმედებები მიმართულია რესპუბლიკის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, რეგიონული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის წინააღმდეგ.

სომხეთის რესპუბლიკის უშიშროების საბჭო გამოხატავს ხელისუფლებისა და ხალხის გადაწყვეტილებას დაიცვან სამშობლოს სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა და დამოუკიდებლობა.

ნახეთ მეტი
Back to top button