პოლიტიკა

ნიკოლ ფაშინიანმა მიიღო ბაიდენის მოწვევა დემოკრატიის კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა დაადასტურა აშშ-ში დემოკრატიის კონფერენციაში მონაწილეობა.

 „არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ საზოგადოებრივ ტელევიზიასთან ინტერვიუში განაცხადა სომხეთის რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს მდივანმა არმენ გრიგორიანმა.

 „ნიკოლ ფაშინიანმა მიიღო მიწვევა პრეზიდენტ ბაიდენისგან დემოკრატიის კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად. მისი მონაწილეობა პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა დაადასტურა. ჩვენ აღვიქვამთ დემოკრატიის კონფერენციას სომხეთში დემოკრატიის გაძლიერების შესაძლებლობად და ამ მიზნისთვის გამოვიყენებთ ამ კონფერენციას“, – განაცხადა გრიგორიანმა.

2021 წლის 9-10 დეკემბერს აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უმასპინძლებს დემოკრატიის ორი სამიტიდან პირველს, რომელიც გააერთიანებს მთავრობების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის ლიდერებს, რათა დაამტკიცონ დემოკრატიის განახლების დღის წესრიგი და ერთად იმუშაონ იმ პრობლემის მოსაგვარებლად, რომელიც დღეს საფრთხეს უქმნის დემოკრატიას. მანამდე Politico-მ წარმოადგინა კონფერენციაზე მოწვეული ქვეყნების სია, რომელშიც თურქეთი და აზერბაიჯანი არ შედიოდნენ.

ნახეთ მეტი
Back to top button