მთავარიპოლიტიკა

ნიკოლ ფაშინიანს სატელეფონო საუბარი ჰქონდა ევროპის საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან

პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სატელეფონო საუბარი გამართა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შარლ მიშელთან ამ უკანასკნელის ინიციატივით.

მხარეებმა განიხილეს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე არსებული ვითარება.

ევროსაბჭოს პრეზიდენტმა ღრმა შეშფოთება გამოხატა შექმნილი ვითარებით და დაუშვებლად მიიჩნია საომარი მოქმედებების შემდგომი ესკალაცია.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლება მიზანმიმართულად ამძიმებს სიტუაციას, რათა შეაჩეროს 2020 წლის 9 ნოემბრისა და 2021 წლის 11 იანვრის შეთანხმებების შესრულება. ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნა, რომ საერთაშორისო საზოგადოება არ უნდა დარჩეს გულგრილი აზერბაიჯანის მიერ სომხეთის სუვერენული ტერიტორიის ხელყოფის მიმართ.

ნახეთ მეტი
Back to top button