ანალიტიკა

სასაზღვრო დაძაბულობა: გაეროს უშიშროების საბჭოში რეზოლუციის მიღების პრევენციის მცდელობა. პოლიტოლოგი

ის, რაც დღეს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ხდება, პირდაპირ კავშირშია ეუთოს მჯ და სომხეთისა და აზერბაიჯანის რეზოლუციის პროექტთან, რომელიც მუშავდება „3+2“ ფორმატში. შუამავლები აპირებენ მის წარდგენას გაეროს უშიშროების საბჭოში, ასეთი აზრი “რადიოლურთან” საუბარში გამოთქვა “სომხური კონსტრუქციული პარტიის” თავმჯდომარემ ანდრეას ღუკასიანმა. მან შეახსენა, რომ ამ პროექტზე მსჯელობა დაიწყო ჯერ კიდევ 2015 წელს, მაგრამ 44-დღიანმა ომმა მისი ზოგიერთი დებულება შეცვალა. ღუკასიანის თქმით, არარატ მირზოიანისა და ჯეიჰუნ ბაირამოვის ბოლო შეხვედრა, რომელიც საფრანგეთში ეუთოს მინსკის ჯგუფის შუამავლების ეგიდით გაიმართა მიზნად ისახავდა განწყობის გარკვევას.

საერთაშორისო მართვის განხორციელება, ბუფერული ზონის შექმნა, არცახის სტატუსის საკითხის რეფერენდუმის გზით გადაწყვეტა, ეს არის ის ძირითადი აქცენტები, რაც შეიძლება შევიდეს გაეროს უშიშროების საბჭოში განსახილველ რეზოლუციაში, განაცხადა “სომხური კონსტრუქციული პარტიის” თავმჯდომარემ ანდრეას ღუკასიანმა. ჩემი თანამოსაუბრის თქმით, სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების ბოლო შეხვედრა საფრანგეთში ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების მონაწილეობით, ამ დოკუმენტის მომზადების მეორე ეტაპი იყო.

„საუბარია ეუთოს მჯ-ის თანათავმჯდომარეებს შორის შეთანხმებულ რეზოლუციის პროექტზე. მისი განხილვა დიდი ხანია დაიწყო. ეს იყო დოკუმენტი, რომელიც იყო მოგვარების პაკეტის ნაწილი, შეტანილი იყო ლავროვის გეგმის საქაღალდეში. რა თქმა უნდა, 44-დღიანმა ომმა სერიოზული ცვლილებები შეიტანა სიტუაციაში და ამ ერთი წლის განმავლობაში მინსკის ჯგუფი მუშაობდა დოკუმენტზე, რომელიც ვარაუდობს, რომ ის, რაც მადრიდული პრინციპებით იყო გათვალისწინებული, უნდა განხორციელდეს, რათა მოგვარება მიღწეულ იქნეს.

პოლიტოლოგი ამბობს, რომ ამ ეტაპზე თანათავმჯდომარეები თანხმდებიან გაეროს მანდატით საერთაშორისო მართვის განხორციელებისა და ბუფერული ზონის შექმნის საკითხზე, უსაფრთხოების გარანტიების შესაქმნელად.

„გასაგებია, რომ საერთაშორისო მართვა აუცილებელია, რათა შეიქმნას პირობები ამ რეფერენდუმის ჩასატარებლად. ჰადრუთისა და შუშის მოსახლეობას უნდა მიეცეს საშუალება დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში. რეფერენდუმის ჩატარების დრო გასაიდუმლოებულია, ლავროვის გეგმა ომამდე  იყო ის, რომ ვადა არ დანიშნულიყო, მაგრამ 44-დღიანმა ომმა შეცვალა სიტუაცია და გამორიცხული არაა, რომ ვადა დადგეს. ზოგადად, საერთაშორისო პრაქტიკაში ასეთი რეფერენდუმების ჩასატარებლად 5 წელია განსაზღვრული.

თუ გავითვალისწინებთ პროვოკაციებს და დაძაბულობას კონტაქტის ხაზზე, რამდენად სავარაუდოა, რომ რეზოლუცია მიღებულ იქნეს იმ ფორმით, როგორშიც იგი შემუშავდა? ანდრეას ღუკასიანის თქმით, რეზოლუცია სომხეთისა და აზერბაიჯანის თანხმობით იქნება მიღებული, მაგრამ საფრანგეთი და შეერთებული შტატები, მიუხედავად ბაქოს წინააღმდეგობისა, მას გაეროს უშიშროების საბჭოს წარუდგენენ.

„უახლოეს მომავალში ევროპის საბჭო დააზუსტებს, თუ რომელმა მხარემ დაარღვია ცეცხლის შეწყვეტა. როცა გაირკვევა, რომ ეს ქვეყანა აზერბაიჯანია, პროცესის გასაგრძელებლად აზერბაიჯანის აზრი საჭირო აღარ იქნება. მხარეს, რომელიც არღვევს საერთაშორისო პრინციპებს, ჩვეულებრივ ერთმევა უფლებამოსილებები“.

პარიზის შეხვედრა, ფაქტობრივად, მიზნად ისახავდა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის პროექტზე სომხეთისა და აზერბაიჯანის განწყობის გარკვევას. ერევანმა და ბაქომ თავიანთი პოზიცია ერთი თვის ვადაში უნდა წარმოადგინონ. ანუ მხარეთა პოზიცია გაირკვევა მიმდინარე წლის დეკემბრისთვის, რის შემდეგაც შუამავალი ქვეყნები გააგრძელებენ პროცესს გაერო-ს ფარგლებში. ჩემი თანამოსაუბრე დარწმუნებულია, რომ დოკუმენტის განხილვა გაეროს უშიშროების საბჭოში კონფლიქტის მოგვარების საშუალებას მისცემს, რაც ვერ მიიღწევა რუსი სამშვიდობოების დასწრების პირობებში“.

,,სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მზარდი ინციდენტები იმის დასტურია, რომ აზერბაიჯანი პროვოკაციებით ცდილობს ამ პროცესის ჩაშლას“.

44-დღიანი ომის დასაწყისში, სექტემბერში, გაეროს უშიშროების საბჭოს უნდა მოეწვია დახურული საგანგებო სხდომა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოსაგვარებლად, რის შედეგადაც მოსალოდნელი იქნებოდა რეზოლუციის მიღება, მაგრამ ეს პროცესი შეჩერდა გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთი მუდმივი წევრისგან ერთის მიერ. ეს ხუთი ქვეყანაა: რუსეთი, აშშ, ჩინეთი, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი. სწორედ ამ ქვეყნებს აქვთ გადაწყვეტილებებზე ვეტოს დადების უფლება.

ნახეთ მეტი
Back to top button