პოლიტიკა

სომხეთის ოკუპირებული ტერიტორიები ბაქოში გამოცხადდა “აზერბაიჯანის სუვერენულ ტერიტორიად”

სომხეთის ტერიტორიის ოკუპირებული ნაწილები ბაქოში გამოცხადდა “აზერბაიჯანის სუვერენულ ტერიტორიად”.

უშიშროების საბჭოს სხდომაზე ნიკოლ ფაშინიანის განცხადების საპასუხოდ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელის ლეილა აბდულაევას მიერ გაკეთებული განცხადებით „აზერბაიჯანელი სამხედროები ასრულებენ თავიანთ სამსახურეობრივ მოვალეობებს აზერბაიჯანის სუვერენულ ტერიტორიაზე“. სომხური მხარის ყველა მცდელობა, წინააღმდეგობა გაუწიოს აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების თავხედურ ხელყოფას, განცხადებაში აღწერილია როგორც “პროვოკაცია”.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „აზერბაიჯანელი სამხედროები ასრულებენ თავიანთ მოვალეობებს აზერბაიჯანის სუვერენულ ტერიტორიაზე“ და ნებისმიერ შემთხვევაში შეახსენა, რომ არსებული დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება სომხეთის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას. აღწერილი სიტუაცია ძალიან მოგვაგონებს დიდი კრილოვის იგავს ,,მგელი და კრავი“, სადაც მგელი ეუბნება კრავს „შენ ხარ დამნაშავე, მე რომ ჭამა მნებავსო“.

ნახეთ მეტი
Back to top button