მთავარიპოლიტიკა

სომხეთი დაინტერესებულია ქართული მოდელით “იუსტიციის სახლების” შექმნის საკითხით

იუსტიციის მინისტრმა კარენ ანდრეასიანმა და სომხეთში საქართველოს საელჩოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ირაკლი კვანჭახაძემ განიხილეს სომხეთში ქართული მოდელით საჯარო სამსახურების გამწევი ,,იუსტიციის სახლების“ შექმნის მიზნით გამოცდილების და ინფორმაციის გაცვლისა და ამ სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობა.

როგორც “არმენპრესი” იტყობინება, იუსტიციის სამინისტროდან ირკვევა, რომ შეხვედრაზე, სამინისტროს რეფორმების დღის წესრიგის წარმოდგენისას, კარენ ანდრეასიანმა განსაკუთრებით ხაზი გაუსვა ქართველ პარტნიორებთან გამოცდილების გაცვლის აუცილებლობას ორივე მიმართულებით. საუბარი შეეხო იძულებითი აღსრულების სამსახურის შესაძლებლობების განვითარებას და სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის სფეროში თანამშრომლობასთან დაკავშირებული რიგი საკითხების გადაწყვეტას.

მინისტრმა ანდრეასიანმა ასევე გამოხატა იუსტიციის სამინისტროს დაინტერესება ტრადიციული სომხურ-ქართული იურიდიული ფორუმის ორგანიზების გაგრძელების კუთხით.

შეხვედრის დასასრულს მხარეები შეთანხმდნენ აღნიშნულ სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავებაზე.

ნახეთ მეტი
Back to top button