მთავარიპოლიტიკა

24 სამხედროსთან კავშირი დაიკარგა, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ძირითადად დაცულია. სრ თავდაცვის სამინისტრო

17 ნოემბრის 10:00 საათისთვის ვითარება სომხეთის რესპუბლიკის აღმოსავლეთ სასაზღვრო ზონაში, სადაც გუშინ სომხურ პოზიციებს აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები თავს დაესხნენ, შედარებით სტაბილურია, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ძირითადად დაცულია.

16 ნოემბრის საომარი მოქმედებების შედეგად მტერს ჰყავს 70-მდე მოკლული და დაჭრილი სამხედრო მოსამსახურე, ასევე სამხედრო ტექნიკის მნიშვნელოვანი დანაკარგი, კერძოდ, 4 BTR ჯავშანტრანსპორტიორი, 1 Sandcat ჯავშანმანქანა, 5 მანქანა (კამაზი, ურალი, უაზი).

სომხურ მხარეს ჰყავს 1 მოკლული და 13 ტყვედ ჩავარდნილი სამხედრო მოსამსახურე. კიდევ 24 სამხედროსთან კავშირი საომარი მოქმედებების დროს დაიკარგა, მათი ბედი ამ დროისთვის უცნობია. სამხედროების მოსაძებნად ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს. მტრის კონტროლის ქვეშ მოექცა ორი სამხედრო ბაზა.

მოლაპარაკებები რუსული მხარის შუამავლობით ვითარების მოგვარებისა და ტყვედ აყვანილი სომეხი სამხედროების დასაბრუნებლად მიმდინარეობს.

ახალი ინფორმაციის შემთხვევაში თავდაცვის სამინისტრო შესაბამის შეტყობინებას გაავრცელებს.

ნახეთ მეტი
Back to top button