მთავარიპოლიტიკა

აზერბაიჯანმა უნდა აღიაროს და პატივი სცეს სომხეთის სუვერენიტეტს: ამერიკელი კონგრესმენი

კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრმა დევიდ სისილინმა  დაგმო აზერბაიჯანის ახალი თავდასხმა სომხეთის სუვერენულ ტერიტორიაზე. როგორც ამის შესახებ მან “ტვიტერის” მიკრობლოგზე აღნიშნა.

„აზერბაიჯანის თავდასხმა სომხეთის აღმოსავლეთ საზღვარზე გასული წლის სამშვიდობო შეთანხმების უხეში დარღვევაა, მისი მოთმენა შეუძლებელია. შარშანდელ კონფლიქტს 6000 ადამიანი ემსხვერპლა და  ამ დავამ ახალი დანაკარგები არ უნდა გამოიწვიოს. აზერბაიჯანმა უნდა აღიაროს და პატივი სცეს სომხეთის სუვერენიტეტს“, – განაცხადა მან.

აზერბაიჯანის ქმედებების დაგმობის შესახებ განცხადებები გააკეთეს აგრეთვე წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარემ ადამ შიფმა,  აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის წევრმა, კონგრესის სომხურ საკითხებში ჯგუფის თანათავმჯდომარემ ფრენკ ფალონემ.

ნახეთ მეტი
Back to top button