მთავარიპოლიტიკა

ევროპარლამენტის დეპუტატებმა დაგმეს 12 მაისიდან სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე აზერბაიჯანის ჯარების ესკალაცია

ევროპარლამენტში სამხრეთ კავკასიის დელეგაციის ხელმძღვანელმა მარინა კალიურანდმა, სომხეთის საკითხებში მომხსენებელმა ანდრეი კოვაჩოვმა და აზერბაიჯანის საკითხებში მომხსენებელმა ჟელინა ჟივკომ ერთობლივი განცხადება გააკეთეს.

 „ჩვენ სერიოზულად შეშფოთებულები ვართ გუშინდელი მძიმე ბრძოლებით,რომელიც  მოჰყვა ბოლოდროინდელ დაძაბულობას სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე.

სავარაუდო პროვოკაციების საპასუხოდ აზერბაიჯანის მიერ განხორციელებული სამხედრო ქმედება არის ყველაზე დიდი დარღვევა გასული წლის 9 ნოემბრის ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ, რის შედეგადაც გვაქვს დაღუპულთა, დაჭრილთა და ტყვედ აყვანილი ჯარისკაცების ჯერ კიდევ დაუდასტურებელი რაოდენობა.

ჩვენ მოვუწოდებთ სიტუაციის სწრაფი დეესკალაციისაკენ, მივესალმებით ევროსაბჭოს პრეზიდენტის ჩართულობას, ცეცხლის შეწყვეტას რუსეთის შუამავლობით.

ჩვენ ვიმეორებთ, რომ სასაზღვრო დავები მოლაპარაკებების გზით უნდა გადაწყდეს დელიმიტაციისა და დემარკაციის გზით და არა ძალის გამოყენებით ან ცალმხრივი ქმედებებით. ჩვენ ვგმობთ 12 მაისს აზერბაიჯანის  სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე შეჭრის შემდეგ „დელიმიტის“ ნებისმიერ მცდელობას.

ჩვენ მხარს ვუჭერთ და მოვუწოდებთ ეკონომიკური და სატრანსპორტო კავშირების გახსნას, როგორც ეს გათვალისწინებულია 9 ნოემბრის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დეკლარაციაში, რაც დიდ სარგებელს მოუტანს მთელ რეგიონს. იგი მოიცავს აზერბაიჯანის დასავლეთ რეგიონებსა და ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის კავშირს. წარმატების მისაღწევად მხარეებმა უნდა დაიცვან შეთანხმების ტექსტი და თავი აარიდონ ზედმეტ კომენტარს.

უფრო მეტიც, ჩვენ შეშფოთებულნი ვართ აზერბაიჯანის ტერიტორიის გავლით სომხურ ქალაქებსა და სოფლებს დამაკავშირებელ გზებზე მოძრაობის შეფერხების შესახებ ცნობებით, ასეთი ქცევა ეწინააღმდეგება განცხადების არსს,  უადგილოდ  აფერხებს ადგილობრივების ცხოვრებას.

ჩვენ ვწუხვართ, რომ მიუხედავად საერთაშორისო თანამეგობრობის მრავალი მოწოდებისა, მათ შორის ევროპარლამენტის 2021 წლის 20 მაისის რეზოლუციისა, ბევრი სომეხი კვლავ აზერბაიჯანის ციხეში იმყოფება, ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ ჩვენს მიმართვას აზერბაიჯანის ხელისუფლებისადმი  ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ მოგიწოდებთ გაცვალოთ  დანაღმული ველების ყველა რუკა, რათა მშვიდობიანი მოქალაქეები დაბრუნდნენ თავიანთ ყოფილ საცხოვრებელ ადგილებს.

„ჩვენ კიდევ ერთხელ შეგახსენებთ  ევროკავშირის ვალდებულებას მხარი დაუჭიროთ ნდობის აღდგენის ღონისძიებებს, მოაგვარდეს ნებისმიერი საკითხი მოლაპარაკების მაგიდასთან, კერძოდ, განაახლებული იქნას  მოლაპარაკებები კონფლიქტის გრძელვადიანი დარეგულირებისა და მთიანი ყარაბაღის მომავალი სტატუსის შესახებ მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეობის ეგიდით”, – ნათქვამია განცხადებაში.

ნახეთ მეტი
Back to top button