მთავარიპოლიტიკა

ევროპის საბჭომ გამოთქვა მზადყოფნა, ხელი შეუწყოს დიალოგს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის

ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა მარია პეიცინოვიჩ ბურიჩმა მოუწოდა სომხეთს და აზერბაიჯანს დაიცვან ვალდებულება კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების შესახებ.

„შეშფოთებული ვარ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე ინციდენტების შესახებ, რასაც  ადამიანების  სიცოცხლე შეიწირა. ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია მისასალმებელია, მოვუწოდებ ორივე მხარეს შეინარჩუნონ იგი.

20 წელზე მეტი ხნის წინ ჩვენს ორგანიზაციაში გაწევრიანებით, როგორც სომხეთმა, ასევე აზერბაიჯანმა აიღეს  კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების ვალდებულება. ეს ვალდებულება უცვლელი რჩება. ის მკაცრად უნდა იქნას დაცული“, – ციტირებს ბურიჩს Armenpress-ი.

მან განაცხადა, რომ ევროპის საბჭო სრულ მხარდაჭერას უცხადებს ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებს .

„ჩვენ მზად ვართ ხელი შევუწყოთ ორ წევრ სახელმწიფოს შორის დიალოგს ნდობის გასამყარებლად და შერიგების ხელშეწყობისთვის“, – თქვა მან.

ნახეთ მეტი
Back to top button