მთავარიპოლიტიკა

ერევანი მოსკოვისგან დიპლომატიურ და სამხედრო მხარდაჭერას ელის: უსაფრთხოების საბჭოს მდივნის ინტერვიუ გაზეთ „კომერსანტ“-თან

სომხეთის ხელისუფლება ელის, რომ რუსეთი, როგორც სტრატეგიული პარტნიორი, დაეხმარება აზერბაიჯანის ქმედებებთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებაში საზღვარზე შექმნილი ვითარების გამო. ამის შესახებ  რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს მდივანმა არმენ გრიგორიანმა რუსულ “კომერსანტთან”  ინტერვიუში  განაცხადა.

არმენ გრიგორიანმა, რომელიც მოსკოვში დსთ-ს უშიშროების საბჭოების მდივნების ყოველწლიურ შეხვედრაში მონაწილეობის მიზნით იმყოფება, აღნიშნა, რომ დღეს აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები სომხეთის სუვერენულ ტერიტორიაზე იმყოფებიან. „ეს არის აგრესიის აქტი. 1997 წელს სომხეთი და რუსეთი შეთანხმდნენ, რომ დაეხმარებოდნენ ერთმანეთს ასეთ შემთხვევებში. სწორედ ამიტომ მივმართეთ რუსეთს“, – განაცხადა გრიგორიანმა.

კომერსანტის კითხვაზე, თუ რა სახის სამხედრო თუ დიპლომატიურ დახმარებას ელის ერევანი, რუსული მხარისგან, მან უპასუხა: „ჩვენ მომხრე ვართ, რომ საკითხი მოგვარდეს დიპლომატიური გზით. მაგრამ თუ დიპლომატიურად ამის გაკეთება შეუძლებელია, საკითხი სამხედრო გზით უნდა გადაწყდეს“

არმენ გრიგორიანმა აღნიშნა, რომ ამ საკითხში სომხური მხარისთვის პრიორიტეტულია რუსეთი და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია (CSTO). „მაგრამ თუ გამოსავალი არ მოიძებნა, ჩვენ დავიწყებთ სხვა შესაძლებლობების განხილვას“, – განაცხადა მან.

ნახეთ მეტი
Back to top button