მთავარიპოლიტიკა

ნიკოლ ფაშინიანი ამტკიცებს, რომ ისინი მიდიან მშვიდობიანი ეპოქის გახსნის გზით

მშვიდობიანი განვითარების ეპოქის გახსნის პროცესი ადვილი არ იქნება. ამიტომ გვჭირდება ძლიერი ნერვები. ამის შესახებ განაცხადაპრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მთავრობის წევრებთან კითხვა-პასუხის დროს.

„მშვიდობიანი ეპოქის გახსნა მხოლოდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული. ჩვენ ასევე ვთქვით, რომ იქნება ქმედებები გარედან, რომელთა მიზანი იქნება, პირველ რიგში, დავუმტკიცოთ ჩვენს საზოგადოებას, რომ მშვიდობიანი განვითარების ეპოქა შეუძლებელია. მაგრამ ეს არის ჩვენი დღის წესრიგი. ჩვენ სტრატეგიად აღებული გვაქვს  მშვიდობიანი განვითარება.ჩვენ  უნდა მივყვეთ მას თანმიმდევრულად”, – თქვა ფაშინიანმა.

მან ასევე ისაუბრა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებაზე და აღნიშნა, რომ მთელი მოლაპარაკების განმავლობაში სომხური მხარე აყალიბებდა თავის პოზიციებს, საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიციები იყო უსამართლო,  ხოლო მოწინააღმდეგის მოსმენა არც ღირდა.

შედეგად, ფაშინიანის თქმით, აღმოჩნდა, რომ რაღაც მომენტში ჩვენ ვერ შევძელით  ჩვენი პოზიციების არსის მიტანა  საერთაშორისო თანამეგობრობის  ყურამდე. პრემიერ-მინისტრი ირწმუნება, რომ საერთაშორისო დღის წესრიგთან დაკავშირებულ საკითხებს მხოლოდ საკუთარი საზომით  ვერ გავზომავთ, ეს გამოსავალს ვერ მოიტანს.

„რატომ ვერ მივაღწიეთ წარმატებას მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოლაპარაკების პროცესში? ჩვენი წარმოდგენები არ იყო აღქმადი საერთაშორისო საზოგადოებისთვის. ჩვენ გვქონდა ყარაბაღის საკითხის პროსომხური გადაწყვეტა, მაგრამ საერთაშორისო საზოგადოება დაინტერესებული იყო ზოგადად გადაწყვეტით და არა პროსომხური გადაწყვეტით“, – განაცხადა პრემიერმა.

საერთაშორისო თანამეგობრობა დემარკაციის საკითხში  არ აპირებს ჩარევას და მოუწოდებს ორივე ქვეყანას იპოვონ გამოსავალი ამ საკითხთან დაკავშირებით, დასძინა ფაშინიანმა.  

ნახეთ მეტი
Back to top button