მთავარიპოლიტიკა

ჩვენს პოზიციებში ცვლილება არ მომხდარა: ფაშინიანი დაკარგული ტერიტორიებისა და პოზიციების შესახებ

აზერბაიჯანის მიერ ბოლო დროს გაჩაღებული სამხედრო ოპერაციების გამო ახალი დანაკარგები არ დაფიქსირებულა. დღეს პარლამენტში, სომხეთის  პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა დეპუტატებთან კითხვა-პასუხის დროს კომენტარი გააკეთა გუშინ მის მიერ გაკეთებული განცხადების ირგვლივ, სადაც მან ტქვა, რომ სომხეთმა 41 კვ.კმ  ფართი დაკარგა.

 „გუშინდელი ქმედებების შედეგად ეს ბალანსი არანაირად არ შეცვლილა. „ანუ ერთი კვირის წინ, 12 მაისის შემდეგ, იგივე 41 კვადრატული კილომეტრი იყო, გუშინდელი ოპერაციების შედეგად, იგივეა“, – განაცხადა მან.

რაც შეეხება სომხური მხარის დაკარგული პოზიციების შესახებ ინფორმაციას, პრემიერ-მინისტრმა განმარტა, რომ 12 მაისის შემდეგ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის ორივე მხარეს პოზიციების გადანაწილება მუდმივად იცვლება.

ფაშინიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჯერ კიდევ 2021 წლის 12 მაისამდე სომხეთში 41 კვადრატული კილომეტრის ფართობი აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ იყო პირველი არცახის ომის შემდეგ.

“თუ სადმე ისე ხდება, რომ ჩვენ გვატოვებინებენ რაიმე პოზიციებს, მივდივართ და იმავე ტერიტორიაზე ახალ პოზიციას ვქმნით“.

„ჩვენ კონკრეტულად ვიცნობთ იმ ტერიტორიებს, კონკრეტული ადგილებით, კონკრეტული ნაწილებით და ა.შ. უნდა ითქვას, რომ პირველი ომის შედეგად არის საბჭოთა აზერბაიჯანის ტერიტორიებიც, რომლებიც სომხეთის კონტროლს ექვემდებარებოდა და დღესაც ექვემდებარება.   ფაქტობრივად, ამ გარემოებიდან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია საზღვრების დემარკაციისა და დელიმიტაციის პროცესი. რადგან, როცა ამბობენ, რომ აზერბაიჯანის მიერ  ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებულია, საერთაშორისო საზოგადოების რეაქცია ასეთია: დიახ, ასეა, მაგრამ არსებობს გარკვეული ბალანსიც. არის ტერიტორიები, რომლებიც სომხეთს ეკუთვნოდა და დღეს  აკონტროლებენ აზერბაიჯანელები, მაგრამ არის ტერიტორიები, რომლებიც აზერბაიჯანს ეკუთვნოდა, მაგრამ სომხეთი აკონტროლებს, ასე რომ ადგილი აქვს გარკვეულ ბალანსს“, – განაცხადა ფაშინიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button