მთავარიპოლიტიკა

ევრაზიის მთავრობათაშორისი საბჭოს სხდომაზე განიხილეს თანამშრომლობის განვითარებასთან დაკავშირებული საკითხების ფართო სპექტრი

ერევანში გაიმართა ევრაზიის მთავრობათაშორისი საბჭოს მცირე შემადგენლობით  სხდომა პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის, რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრის მიხაილ მიშუსტინის, ბელორუსის პრემიერ-მინისტრის რომან გოლოვჩენკოს, ყაზახეთის პრემიერ-მინისტრის ასკარ მამინის, ყირგიზეთის პრემიერ-მინისტრის აკილბეკ ჟაპაროვის და ევრაზიის ეკონომიკური კავშირის კოლეგიის თავმჯდომარის – პრემიერ-მინისტრ მიხაილ მიასნიკოვიჩის მონაწილეობით.

როგორც „არმენპრესს“ განუცხადეს სრ პრემიერ-მინისტრის აპარატიდან, პრემიერ-მინისტრი ფაშინიანი დახვდა ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრი ქვეყნების კოლეგებს, შემდეგ კი გაიმართა ვიდეო გადაღება.

წყაროს ცნობით, მცირე შემადგენლობით სხდომის დასაწყისში ნიკოლ ფაშინიანმა მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვა, რომელშიც  მთავრობის მეთაურებს მიესალმა მათ დასწრებას სომხეთში, ევრაზიის მთავრობათაშორისი საბჭოს მორიგ სხდომაზე,

კერძოდ, ყირგიზეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს, ბ-ნ აკილბეკ უსენბეკ ჟაპაროვს და უსურვა ნაყოფიერი მუშაობა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე.

მან აღნიშნა, რომ მოხარულია ერევანში მაღალი რანგის სტუმრების მიღების და სამთავრობათაშორისო საბჭოს სხდომის გამართვის შესაძლებლობით.

ყველას უსურვა ნაყოფიერი მუშაობა და კონსტრუქციული დისკუსია.

სრ პრემიერ-მინისტრის აპარატის ინფორმაციით, ამის შემდეგ სხდომის მონაწილეები გადავიდნენ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვაზე. კერძოდ, საუბარი შეეხო ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ფარგლებში მრეწველობის, სოფლის მეურნეობისა და ჯანდაცვის სფეროებში თანამშრომლობის განვითარების საკითხთა ფართო სპექტრს. ასევე განიხილეს სხვადასხვა სფეროს ბაზრებზე ახალი რეგულაციების დანერგვის, საბაჟო რეგულაციების, ასევე ევრაზიის ეკონომიკური კავშირის 2022 წლის ბიუჯეტის საკითხები.

წყაროს ცნობით, ევრაზიის მთავრობათაშორისი საბჭოს გაფართოებული სხდომა დღეს გაიმართება.

ნახეთ მეტი
Back to top button