პოლიტიკა

თურქეთის ნაციონალისტური პარტიის ლიდერმა ერდოღანს აჩუქა თურქული სამყაროს რუკა, რომელშიც რუსეთის ნაწილია “ოკუპირებული”

თურქეთის მმართველი ნაციონალისტური პარტიის (AKP) ლიდერმა პრეზიდენტ ერდოღანს თურქული სამყაროს რუკა წარუდგინა.

დევლეტ ბაჰჩელმა Twitter-ის საკუთარ გვერდზე გაავრცელა ფოტო, სადაც თურქეთის პრეზიდენტს მის მიერ დახატული თურქული სამყაროს რუკა წარუდგინა, რომელშიც რუსეთის მნიშვნელოვანი ნაწილი „თურქული სამყაროს“ ფერშია დახატული.

ამ ფაქტს დიდი გამოხმაურება ჰპოვა რუსეთში, სადაც იგი აღიქვეს როგორც „მესიჯი“ რუსეთისადმი.

ნახეთ მეტი
Back to top button