მთავარიპოლიტიკა

იზრდება რუსული დიპლომატიის როლი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებული საკითხების მოგვარებაში: პუტინი

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ბოლოდროინდელმა შეტაკებებმა აჩვენა, რომ სიტუაცია რეგიონში ჯერ არ დამშვიდებულა და რუსეთის დიპლომატიის როლი შემდგომ დარეგულირებაში იზრდება. ამის შესახებ დღეს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს კოლეგიის  სხდომაზე.

მან შეახსენა, რომ ერთი წლის წინ, რუსეთის აქტიური შუამავლობით, ომი მთიან ყარაბაღში შეჩერდა.

„თუმცა, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ბოლოდროინდელმა შეტაკებებმა აჩვენა, რომ ამ რეგიონში სიტუაცია ჯერ არ დამშვიდებულა. რუსი სამშვიდობოების ძალისხმევა, როგორც ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმისა და მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოების გარანტი, მნიშვნელოვან როლს ასრულებს სტაბილურობის უზრუნველყოფაში“, – თქვა პუტინმა.

ნახეთ მეტი
Back to top button