საზოგადოება

კიდევ 63 გარდაცვლილი და 4 278 ახალი შემთხვევა – 19 ნოემბრის კოვიდსტატისტიკა

,,მთავარი არხი” წერს, რომ საქართველოში კორონავირუსის 4 278 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 63 ადამიანი, 4 154 კი გამოჯანმრთელდა.

დღე-ღამის განმავლობაში ჩატარდა 51 298 კვლევა, აქედან 31 273 ანტიგენის სწრაფი ტესტით, ხოლო 20 025 ​PCR-ით. 18 ნოემბერს აიცრა 7 099 ადამიანი.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიური დადებითობის მაჩვენებელი 8,34%-ია, ბოლო 14 დღის – 9,52%-ია, 7 დღის – 8,99%.

დღეს გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევებიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით განაწილება ასეთია:

  • თბილისი – 1 749 შემთხვევა;
  • აჭარა – 155;
  • იმერეთი – 715;
  • ქვემო ქართლი – 273;
  • შიდა ქართლი – 412;
  • გურია – 109;
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 334;
  • კახეთი – 267;
  • მცხეთა-მთიანეთი – 110;
  • სამცხე-ჯავახეთი – 114;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 40.

ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 51 723 აქტიური შემთხვევაა. 6 490 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 504, აჭარაში – 540, იმერეთში – 1 365. მძიმე პაციენტია 1 630 პირი, მათ შორის, თბილისში – 619, აჭარაში – 126, იმერეთში – 507. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 381 პირი,  მათგან თბილისში – 221, აჭარაში – 38, იმერეთში – 30.

1 173 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 779 – თბილისში, 227 – აჭარაში. 44  060 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 41 ადამიანი. თვითიზოლაციაში იმყოფება 46 065  ადამიანი.

ქვეყანაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ინფიცირების 804 571 შემთხვევა გამოვლინდა. აქედან 741 470 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 11 352 კი გარდაიცვალა.

ნახეთ მეტი
Back to top button