18 ნოემბერს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს არარატ მირზოიანს სატელეფონო საუბარი ჰქონდა კუხოს გენერალურ მდივან სტანისლავ ზასთან.
როგორც „არსენპრესს“ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მინისტრმა მირზოიანმა ხაზი გაუსვა, რომ აზერბაიჯანმა სომხეთის სუვერენული ტერიტორიის წინააღმდეგ მორიგი აგრესია განახორციელა. მან დასძინა, რომ 9 ნოემბერს სამმხრივ განცხადების ხელმოწერის შემდეგ, აზერბაიჯანის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა თავისი პროვოკაციული ქმედებებით ძირს უთხრის რეგიონში უსაფრთხოებასა და სტაბილურობას, სომხეთის ძალისხმევას სიტუაციის დეესკალაციისკენ.
თანამოსაუბრეებმა სომხეთის რესპუბლიკის აღმოსავლეთ საზღვარზე სიტუაციის სტაბილიზაციის მიზნით კუხო-ს მექანიზმებისა და ინსტრუმენტების ფარგლებში შესაძლო ნაბიჯების განხილვაზე ისაუბრეს.