პოლიტიკა

როდესაც ადამიანის სიცოცხლე საფრთხის ქვეშაა, აღარ არის საჭირო რაიმე დისკუსია, ან დებატი – კელი დეგნანი მიხეილ სააკაშვილზე

,,მთავარი არხი” წერს, რომ როდესაც ადამიანის სიცოცხლე საფრთხის ქვეშაა აღარ არის საჭირო რაიმე დისკუსია ან დებატი – ეს განცხადება აშშ-ს ელჩმა კელი დეგნანმა, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე საუბრისას გააკეთა

„ჩვენ ძალიან გვაღელვებს მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა. როდესაც ადამიანის სიცოცხლე საფრთხის ქვეშაა აღარ არის საჭირო რაიმე დისკუსია ან დებატი. მას უნდა მიეცეს შესაძლებლობა მიიღოს ყველა სათანადო ზრუნვა. ჩვენ ვენდობით სახალხო დამცველის მედიკოსთა ჯგუფს. მათი შეფასებით, სააკაშვილის ჯანმრთელობა კრიტიკულია მას მრავალმხრივი სამედიცინო მომსახურება ესაჭიროება, რომა რაც მოხდა აღარ განმეორდეს.

მან უნდა მიიღოს შესაბამისი მკურნალობა შესაბამის დაწესებულებაში. ამ საკითხის მიმართ არის დიდი ყურადღება ვაშინგტონში, ასევე საქართველოს მეგობრების მხრიდან. უნდა შესრულდეს ის რეკომენდაციები, რაც მის ჯანმრთელობაზე გაიცა. გაუგებარია რატომ არ ხდება ამ ზომების მიღება“ – აცხადებს აშშ-ის ელჩი საქართველოში.

ნახეთ მეტი
Back to top button