მთავარიპოლიტიკა

რუსეთმა დემარკაციის შესახებ ახალი წინადადება გააკეთა: ფაშინიანი

რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრო დემარკაციის მოსამზადებელ ეტაპთან დაკავშირებით ახალი წინადადებებით გამოვიდა, – ამის შესახებ სომხეთის  პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დასაწყისში განაცხადა.

„მათ სურთ კიდევ ერთხელ დაადასტურონ, რომ ეს წინადადებები ჩვენთვის მისაღებია“, – განაცხადა მან. პრემიერმა რუს კოლეგასთან დეტალების გარკვევა სომხეთის თავდაცვის მინისტრს სურენ პაპიკიანს დაავალა. შევეცადოთ ვიმოქმედოთ რუსეთის ფედერაციის წინადადებების ფარგლებში“, – განაცხადა პრემიერმა.

გუშინ ეროვნულ ასამბლეაში კითხვა-პასუხის დროს, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ 2021 წლის მაისიდან რუსეთის ფედერაციამ სამი წინადადება შემოიტანა  სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის  დემარკაციისა და დელიმიტაციის საკითხთან დაკავშირებით  და სამივე, ფაქტობრივად, სომხეთის მხარისთვის მისაღები იყო.

ნახეთ მეტი
Back to top button