მთავარიპოლიტიკა

სომხეთის პრეზიდენტმა ბლუმბერგის ახალი ეკონომიკური ფორუმის მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდა აზერბაიჯანის პროვოკაციული ქმედებების შესახებ

პრეზიდენტმა არმენ სარგსიანმა სინგაპურში, ბლუმბერგის ახალი ეკონომიკის ფორუმზე როგორც მომხსენებელმა სიტყვით მიმართვისას, ყურადღება გაამახვილა კლიმატის ცვლილებზე, Covid 19-ის ეპიდემიის და მათ მიერ წამოჭრილი ახალი გამოწვევების შესახებ თემატურ დისკუსიაზე.

კონფერენციაზე შეიკრიბნენ მსოფლიო ლიდერები, საერთაშორისო ორგანიზაციების და წამყვანი კომპანიების ლიდერები, რათა განეხილათ ეპიდემიის გლობალური გავლენა, მისი დაძლევის გზები და ახალი შესაძლებლობები.

სიტყვით გამოსვლისას სომხეთის პრეზიდენტმა განსაკუთრებით ხაზი გაუსვა, რომ სწრაფად ცვალებადი სამყარო და კაცობრიობა დღეს მრავალი გამოწვევისა და საფრთხის წინაშე დგას, მათ შორის კლიმატის ცვლილებისა და კოროვირუსით გამოწვეული გადაუდებელი პრობლემების წინაშე. მათ გადასაჭრელად და გადაწყვეტილებების მოსაძებნად პრეზიდენტმა სარგსიანმა საჭიროდ ჩათვალა კოლექტიური პასუხისმგებლობის გამოვლენა, გაბედული ნაბიჯების გადადგმა და ერთობლივი ძალისხმევა და ხაზი გაუსვა, რომ წინსვლის გზა მწვანე ტექნოლოგიებია.

პრეზიდენტმა სარგსიანმა გამოთქვა წუხილი, რომ არის ქვეყნები, რომლებსაც პანდემიაც კი არ აკავებს არაადამიანური ქმედებებისგან.

მან აღნიშნა, რომ გასულ წელს, ეპიდემიის რთულ პერიოდში, მეზობელმა აზერბაიჯანმა ფართომასშტაბიანი კატასტროფული ომი გააჩაღა არცახის წინააღმდეგ და სულ რაღაც ორი დღის წინ, აზერბაიჯანის ძალებმა შეტევა გაახორციელეს გარემოსდაცვით და წყლის რესურსებზე სომხეთში, სევანის ტბასთან და ჯერმუკთან ახლოს. აზერბაიჯანის აგრესიულმა ქმედებებმა გამოიწვია როგორც ადამიანური მსხვერპლი, ასევე დიდი ზიანი მიაყენა მოსახლეობასა და ბუნებას. პრეზიდენტმა სარგსიანმა დისკუსიის მონაწილეებს გააცნო სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე აზერბაიჯანის პროვოკაციული ქმედებებისა და ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ხელყოფის შესახებ.

ნახეთ მეტი
Back to top button