ევრაზიული ინტეგრაცია სომხეთის მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია.
ამის შესახებ სრ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა სიტყვით გამოსვლისას ევრაზესის წევრი ქვეყნების პრემიერ-მინისტრებთან შეხვედრის გახსნისას.
ფაშინიანმა ყირგიზეთის ახალ პრემიერ-მინისტრს აკილბეკ ჯაფაროვს მიულოცა და წარმატებები უსურვა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით. მან აღნიშნა, რომ სომხეთი მზადაა მომავალში ძალისხმევა გამოიჩინოს ორი ქვეყნის მთავრობებს შორის კონსტრუქციული დიალოგის შესანარჩუნებლად.
„ვმასპინძლობთ რა ამ სხდომას ჩვენ შევეცადეთ შეგვექმნა რაც შეიძლება კომფორტული პირობები დღის წესრიგის განხილვისთვის. გარდა დღის წესრიგში მყოფი საკითხების განხილვისა, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი დელეგაციების პირდაპირი კომუნიკაციაც“, – განაცხადა ფაშინიანმა.
ყაზახეთის პრემიერ-მინისტრმა ასკარ მამინმა, როგორც ევრაზესის თავმჯდომარე ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, თავის მხრივ, შეხვედრის დღის წესრიგი წარმოადგინა.
ევრაზესის მთავრობათაშორისი საბჭოს სხდომაზე ევრაზიული ეკონომიკური კავშირის მთავრობათა მეთაურები სხვა საკითხებთან ერთად განიხილავენ სტრატეგიული მედიკამენტების მიწოდებას, ეკოლოგიურად სუფთა ელექტროენერგიის პოპულარიზაციას და მეტალურგიული საწარმოებისთვის ნედლეულის მიწოდებას.