ანალიტიკა

დერეფნის გადაცემის შემდეგაც თურქეთი კიდევ სხვა წინაპირობას წამოაყენებს: თურქოლოგი

სომხეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობები ისე რთულად წარიმართება, რომ თურქეთის წინაპირობებს დასასრული არ უჩანს. ამის შესახებ NEWS.am-თან საუბარში თურქოლოგმა ანდრანიკ ისპირიანმა განაცხადა.

„თურქეთთან ურთიერთობის ნორმალიზების პირველი მცდელობისას, როდესაც თურქეთმა ხელი მოაწერა ურთიერთობების მარეგულირებელ ოქმებს, აღინიშნა, რომ ურთიერთობები უნდა დალაგებულიყო წინაპირობების გარეშე, მაგრამ პარლამენტმა არ მოახდინა რატიფიცირება, რადგან თურქეთმა წამოაყენა ზეპირი წინაპირობა, რომ რაიონებიდან ერთი მაინც გადაეცათ აზერბაიჯანისათვის.  თურქეთი ყოველთვის ამბობდა, რომ მზად არის სომხეთის რესპუბლიკასთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის, მაგრამ წინაპირობად არცახის საკითხის ნრმალიზება წარმოადგინა. ომის შემდეგ თურქეთი სომხეთთან ურთიერთობის ნორმალიზებაზე საუბრობს, მაგრამ უკვე არცახის დიდი ნაწილის დათმობის შემდეგაც  რამდენიმე წინაპირობას აყენებს, მათ შორის დერეფნის საკითხს. წინაპირობის დაკმაყოფილების შემდეგაც კი, თურქეთს ყოველთვის ექნება ისეთი წინაპირობები, როგორიცაა უარის თქმა სომხების გენოციდის აღიარებაზე და ყარსის ხელშეკრულების აღიარებაზე“, – განაცხადა მან.

ანდრანიკ ისპირიანის თქმით, მოლაპარაკებების დროს დერეფნის ცნება უნდა გამოირიცხოს.

ნახეთ მეტი
Back to top button